სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში 

21:42, 24.07.2026

სტიქიით დაზარალებული კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი.

დაიმეწყრა ადიგენის რაიონის სოფელი გომარო. დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი, მიწის მასის ქვეშ მოჰყვა რამდენიმე მანქანა, ჩაიკეტა სავალი გზაც. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. უსაფრთხოა თუ არა დამეწყრილ ზონაში ცხოვრება – ეს ახლა გეოლოგებმა უნდა დაადგინონ, რომლებიც გომაროში მომდევნო კვირას ჩავლენ და მოკვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც. ზარალს ჯერ ისევ ითვლიან. უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა მიმდებარე სოფლებშიც.

„მოამბე“ სტიქიის ეპიცენტრიდან.

მსგავსი