სტიქია აჭარაში - კვარიათში მცხოვრები ოჯახი საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს

ამ დრომდე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს კვარიათში მცხოვრები ნარაკიძეების ოჯახი. ისინი უსაფრთხო ადგილზე გუშინ გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც  მათ საცხოვრებელთან მეწყერი ჩამოწვა და სახლს საშიშროება შეუქმნა.

სიტუაციას ადგილზე სწავლობენ გეოლოგები. სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, რა სახის დახმარება გაეწევა ოჯახს, იქნება თუ არა შესაძლებელი ადგილზე ცხოვრების გაგრძელება.

 

დატოვე კომენტარი