სტიქია აჭარაში

ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, წყალდიდობამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე კომერციული ობიექტების პირველი სართულები. ბათუმის მერიაში წყალდიდობის ერთ-ერთ მიზეზად სანიაღვრე არხების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასახელეს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის მასშტაბს დაითვლის. ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის სოფლებში განვითარდა მეწყრული პროცესები. მიწის მასამ შვიდი სახლი დაანგრია.