სტიქია აჭარაში

18:12, 20.09.2025

 ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში რამდენიმე ადგილზე სტიქიური მოვლენები განვითარდა. ქედაში, სოფელ დოლოგანში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. დაშავდა ორი ადამიანი. ქედის მერიის ინფორმაციით, სახლი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობდა და ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ. მათივე განმარტებით, ოჯახს დამატებით მიეწოდა გაფრთხილება მოსალოდნელი უამინდობისა და გაზრდილი საფრთხის შესახებ, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მათ სახლი არ დაუტოვებიათ.

სტიქიური მოვლენები განვითარდა ასევე ხელვაჩაურში, მდინარე მაჭახელა დილის ექვს საათზე კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა რამდენიმე სახლი და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახლა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი