სტიქია აჭარაში

უამინდობა შავი ზღვის სანაპიროზე. შტორმის სიმძლავრემ აჭარის სანაპიროზე გუშინდელთან შედარებით დაიკლო, თუმცა ამ დრომდე 5 ბალს აღწევს. სინოპტიკოსების ვარაუდით, შტორმის სიმძლავრე დღეიდან დაიკლებს. გუშინ ბათუმსა და ქობულეთში ზღვამ საპლაჟო ინფრასტრუქტურა დააზიანა, წაქცეულია განათების ბოძები, დანგრეულია პრომინადების ნაწილი, ზარალი მიადგა ცალკეულ კომერციულ ობიექტებს. ამ დროისთვის აჭარაში კონკრეტული ოჯახების ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დღესვე მონაცემებს აჭარის მთავრობის სპეციალური კომისია დააზუსტებს.