სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2020-2021 სასწავლო წლის სხვადასხვა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა. მათ ინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოს დაცვის მინისტრებმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა სიტყვით მიმართეს და კონკურსებში გამარჯვება მიულოცეს.

ფორუმის პირველი ნაწილი საინფორმაციო სესიას დაეთმო, რომელიც ონლაინფორმატში წარიმართა. ფორუმის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს, შეფასებისა და შერჩევის სტრუქტურასა და პარამეტრებს, პრიორიტეტებს, მსგავსებასა და განსხვავებას სასტიპენდიო სქემებს შორის.