„სტერეო +“-ის საქმე

15:10, 28.10.2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტერეო+“-ის  მფლობელისა და დეპუტატის, დავით ზილფიმიანის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილეს. მოსარჩელე მხარე თავად ზილფიმიანია, მოპასუხე მხარე კი – შინაგან საქმეთა სამინისტრო. საუბარი ეხება 2012 წელს „სტერეო+“-ის დარბევას, რაზეც სისხლის სამართლის საქმეზე ძიებაც არის დაწყებული, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა. დეპუტატის გაცხადებით, „სტერეო+“ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დავალებით დაარბიეს.

მსგავსი