„სტერეო +“-ის საქმე

დავით ზილფიმიანი „სტერეო პლუსის“ საქმეზე გამოძიების დასრულებას ითხოვს.

ძიება ცხრა წლის წინ, ხელისუფების ცვლილების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. ხანდაზმულობის ვადა იწურება, რაზეც პარლამენტის წევრი მთელ პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებს. ზილფიმიანი ყვება, რომ მისი კუთვნილი ციფრული მულტიპლექს-ოპერატორი შეტევის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წელს ახლადგახსნილ მეცხრე არხთან ხელშეკრულება გააფორმა და შედეგად „სტერო პლუსი“ მეცხრე არხის სიგნალსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ავრცელებდა. პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრი წინა ხელისუფლებას „სტერეო პლუსის“ დარბევაში და მილიონობით ფინანსური ზარალის მიყენებაში ადანაშაულებს და ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.