სპორტული კომპლექსის მშენებლობა სტეფანწმინდაში

სტეფანწმინდაში მიმდინარე სპორტული კომპლექსის მშენებლობა ნოემბერში სრულდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სპორტული კომპლექსის დასრულების შემდეგ, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მშენებლობის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ადგილზე გაეცნენ.