სტეფანე გურგენიძე - სტუდენტის გზა „ამაზონამდე“

ქუთაისიდან „ამაზონამდე“ – ქართველი ახალგაზრდის წარმატების ისტორია, რომელიც ახლა იწერება. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს, სტეფანე გურგენიძეს უკვე აქვს „მაიკროსოფტში“ მუშაობის გამოცდილება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი, ბარსელონაში ცხოვრებასა და „ამაზონში“ მუშაობას გეგმავს. პოზიცია მისთვის უკვე შერჩეულია.

სტეფანე გურგენიძის გეგმებს ნინუცა კახნიაური გაგვაცნობს.