ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე, STEAM LAB-ი ამოქმედდა.
ინოვაციური სივრცე განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა გახსნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბაია კვიციანი კონკურსის „მომავლის საქართველო“ რეგიონული ტურის – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მონაწილე სკოლების მიერ მომზადებულ STEAM პროექტებსაც გაეცნო და მათ სერტიფიკატები გადასცა. სკოლის STEAM LAB-ს გადაეცა პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, ქარის ენერგიის და სხვა ნაკრებები, ასევე 3D პრინტერი, დრონი და კომპიუტერული ტექნიკა. ინოვაციური სივრცეები სპეციალური ავეჯით აღიჭურვა. შეგახსენებთ, რომ STEAM პროგრამის პილოტირება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ეტაპობრივად 200 სკოლაში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მომზადება გაიარა საბუნებისმეტყველო საგნების 400-ზე მეტმა პედაგოგმა. პროგრამაში 3000 მეტი მოსწავლეა ჩართული.