STEAM ბანაკი მასწავლებლებისთვის
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი ხორციელდება. ბანაკის მიზანია საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება. STEAM ბანაკი ორ ნაკადად ხორციელდება. პირველ ნაკადს KIU-მ 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა,მეორე ნაკადისთვის კი – ბანაკი დღეს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდება. თითოეულ ნაკადში მონაწილეობას 100 პედაგოგი იღებს. STEAM ბანაკის მეორე ნაკადის მონაწილეებს დღეს – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ უმასპინძლა.