STEAM ბანაკი 2026 

18:22, 16.08.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „სტიმ ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადი წარმატებით დასრულდა, რომელშიც 300-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან. მესამე ნაკადის დახურვის ღონისძიებას სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დაესწრო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. ბანაკი აერთიანებს ხუთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმართულებას – მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს, მათემატიკას და სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას  ისახავს მიზნად. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საზაფხულო STEAM ბანაკებს 2023 წლიდან მართავს. ამ წლების განმვალობაში  მასში 700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი