სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების დაჯილდოება

18:38, 20.10.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხუთი თანამშრომელი, ღირსების მედლებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიაზე მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებისათვის სანდო და ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაციის მნიშვნელობაზეც. მისი შეფასებით, ობიექტური მონაცემები ხელს უწყობს მოქალაქეთა ინფორმირებულობას და ამცირებს ინფორმაციული მანიპულაციის შესაძლებლობას.

მსგავსი