სტარტაპერების გადამზადება 

მსხვილმა ევროპულმა აქსელერატორმა Startup-bootcamp-მა ადგილობრივი სტარტაპერების გადამზადება დაიწყო. შარშან კონკურსში წარდგენილი 1200-ზე მეტი განაცხადიდან აქსელერატორმა 40 სტარტაპი შეარჩია – ახლა მათთვის აქსელერაციის პროგრამის პირველი ფაზა დაიწყება, რაც 2-თვიან ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის პერიოდს მოიცავს. სულ ქვეყანაში 4 საერთაშორისო აქსელერატორია შემოსული, რომლებმაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს. პროგრამის მიზანი ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება და ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაა.