ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას განვითარებაში ოთხი ახალი აქსელერატორი დაეხმარება.
500-გლობალის შემდეგ, ქართველ სტარტაპერებს გლობალურ ბაზარზე გასვლის შანსს უმსხვილესი ევროპული აქსელერატორი Startupbootcamp-ი აძლევს. განაცხადების მიღება დაწყებულია. რამდენიმე ეტაპიანი პროგრამა, შერჩეული ბიზნესი იდეების მონიტორინგის გარდა, სწავლებას, სტრატეგიის დაგეგმვას და მხარდაჭერის სხვა მექანიზმებს ითვალისწინებს. რჩეული სტარტაპები მიიღებენ საგრანტო დაფინანსებასაც. კიდევ რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობით ქართული სტარტაპებისთვის – შალვა სუმბაძე დეტალებით.