„სთარინგ ჯორჯიას“ მორიგი კონცერტი
ცნობილი ავსტრალიური ბენდი ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.
27 აგვისტოს Empire of the Sun საქართველოში პირველ კონცერტს გამართავს. პრესტიჟული ფესტივალების ჰედლაინერი ბენდი „ბლექ სი არენას“ ეზოში მდებარე სცენაზე დაახლოებით საათნახევრიან პროგრამას წარმოადგენს. შესრულდება ყველა ცნობილი ნომერი. წარმოდგენილი იქნება კომპოზიციები ახალი ალბომიდანაც, რომელიც შარშან გამოვიდა. ბენდი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. ბილეთების გაყიდვა 13 მარტიდან დაიწყება.