სტაჟირების პროგრამა
სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 14 ახალგაზრდა სტაჟირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაივლის. საქართველოს პრემიერის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე შეხვდა. სტაჟიორები 3 თვის განმავლობაში აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სამინისტროების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან და პროფესიული გამოცდილების მიღებას შეძლებენ.