სტაჟირების პროგრამა
ჯანდაცვის მინისტრი პრემიერის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უწყებაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. 2026 წელს, ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, კონკურსის შედეგად, 207 სტაჟიორი შეირჩა. სტაჟირება სამთვიანია, 12 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით. პროგრამა ანაზღაურებადია და მონაწილეებს სტაჟირების პერიოდი სამუშაო გამოცდილებაში ეთვლებათ.