სტაჟირების პროგრამა

18:30, 07.10.2026

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საზღვრისპირა სოფელ პერევში მდებარე თიხის საწარმოში 46 ადგილობრივი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო. პროგრამის მონაწილეებს შორის არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ხანში შესული მოქალაქეები. სამთვიანი სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. სამუშაო ადგილზე შეისწავლონ თიხაზე მუშაობის ტექნიკა, სხვადასხვა ნივთების დამზადება და ზოგად საწარმოო პროცესი.
საწარმოს საქმიანობის გასაცნობად თიხის საწარმოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე  იმყოფებოდნენ, რომლებიც სტაჟირების მონაწილეებს შეხვდნენ.

მსგავსი