სტაჟირების პროგრამა

18:31, 05.10.2026

სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები უკვე დაწყებულია. კონკურსი 3 ათასამდე პოზიციაზე გამოცხადდა, შერჩეული კანდიდატები კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ხვდებიან. მათ შორის დისკუსია გაიმართა განათლების მინისტრთან და იუსტიციის მინისტრთან პაატა სალიასთან. 2026 წელს იუსტიციის სამინისტროში 293 ვაკანსია გამოცხადდა, რომლებზეც 6 639 განაცხადი შევიდა. კონკურსის შედეგად კი 189 სტაჟიორი შეირჩა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ყოველწლიურად ცხადდება და წინა წელთან შედარებით, ახალგაზრდების მომართვიანობა 40 %-ით გაიზარდა.

მსგავსი