სტაჟირების პროგრამა
სახელმწიფო უწყებებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები მიმდინარეობს. კონკურსი 3 000-მდე პოზიციაზე გამოცხადდა, შერჩეული კანდიდატები კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს ხვდებიან. სტაჟიორებს დღეს იუსტიციის მინისტრი შეხვდა, რომელმაც ახალგაზრდებს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა გააცნო და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პაატა სალიას განცხადებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა, ახალგაზრდებს კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.