საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მორიგი სტაჟირების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ექვსთვიანი სასწავლო კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, 12-მა სტაჟიორმა წარმატებით გაიარა და ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნა. პროგრამის სამთვიანი თეორიული სწავლების ეტაპი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა, შემდეგ კი – სტაჟიორებმა პრაქტიკული ნაწილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში გაიარეს. სტაჟირების პერიოდში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას და დაუფლებოდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს. წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ. ყოველწლიურ ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს.