სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხეში

12:27, 05.09.2026

ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურ საფარიანი სავარჯიშო სტადიონი, ტრიბუნებით, გასახდელებით, სველი წერტილებით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. სამუშაოების დასრულების შემდეგ სპორტსმენები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

მსგავსი