სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი
გლდანის რაიონში, ე.წ. ამერის სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, 20 წლის ვადით კერძო მესაკუთრეს ჰქონდა გადაცემული. მთავრობის გადაწყვეტილებით კი სტადიონის ტერიტორია ახლა მერიას გადაეცა. პროექტის ფარგლებში, სტადიონზე სავარჯიშო კომპლექსის მთლიანად მოწესრიგება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა.