სსრკ ჩემპიონატი კრივში. თბილისი, 1978 წ.

1978 წელს, 25 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით თბილისმა კრივში საბჭოთა კავშირის 44-ე ჩემპიონატს უმასპინძლა.

ქართველმა მოკრივეებმა სამი მედალი მოიპოვეს: 54 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი  ამირან ხიზანიშვილმა მოიპოვა, 82 კგ. წონაში ვერცხლის მედალი აიღო დავით კვაჭაძემ, ბრინჯაო ერგო მურმან თაქთაქიშვილს, რომელიც 71 კგ. წონაში გამოდიოდა.