სსმ-ზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხის გაშუქებაში თავად უმცირესობები ჩაერთვებიან

15:22, 30.11.2017

საზოგადოებრივ მაუწყებელზე უმცირესობების საკითხის გაშუქებაში თავად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. სპეციალური მრჩეველთა საბჭო მაუწყებელს კონსულტაციებს გაუწევს და უმცირესობებისთვის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების შერჩევაში დაეხმარება.

მაუწყებლის ხელმძღვანელებმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.

გაიმართა ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციაც, რომელიც ვებ-პლატფორმაზე სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ინტერნეტ-რადიო და ტელევიზიის შექმნას ითვალისწინებს.

 

მსგავსი