სსმ-ის დაკომპლექტება - პოლიტიკური შეფასებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განცხადებები გაკეთდა.

ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. ამასთან, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში სამეურვეო საბჭოს მიუსვლელობას აპროტესტებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს შეტევა და ოპონენტებს არხზე მიმდინარე რეფორმების დანახვა არ სურთ.

პარლამენტის თავმჯდომარისთვის კი არადამაჯერებელია ინფორმაცია, რომელიც საბჭოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატთან დაკავშირებით გავრცელდა.