სროლა ვაშლიჯვარში – დაკავებულია ერთი პირი

12:19, 05.07.2026

სროლის ხმა იყო გუშინ ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია ორი პირი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე კი ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, შელაპარაკება რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი