სროლა ტორონტოში – დაღუპულია ორი ადამიანი
კანადაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი პირი დაღუპა, ხუთი კი – დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ტორონტოში, ქუჩის საცეკვაო ფესტივალზე მოხდა. მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ საზოგადოებას მიმდებარე ტერიტორიის დატოვება და პოლიციის ყველა მითითების დაცვა მოსთხოვა. ტორონტოს პოლიციის განცხადებით, ჯერჯერობით ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. თავდასხმის მოტივი უცნობია.