სროლა თელ-ავივის ცენტრში

თელ-ავივში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული ლიკვიდირებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის 28 წლის პალესტინელია. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი 8 აპრილს დილით, თელ-ავივის სამხრეთში იპოვეს. თელ-ავივის ცენტრში ცეცხლი 7 აპრილს გახსნეს. დაიღუპა ორი ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, დაჭრილია 12 მოქალაქე. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ისრაელის პრემიერ მინისტრის თქმით, უსაფრთხოება თელავში მაქსიმალურად გაძლიერებულია.