სროლა სიდნეიში
ავტომობილში, რომელიც სიდნეიში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირებს ეკუთვნოდათ, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები იპოვეს. ტელეკომპანია ABC News-ის ცნობით, ერთ-ერთ თავდამსხმელს, ნავიდ აკრამს, რომელიც ავსტრალიაში დაბადებულია, სიდნეიში დაფუძნებულ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ ჯგუფთან ახლო კავშირები ჰქონდა. ამასთან, ავსტრალიის კონტრტერორისტული პოლიცია მიიჩნევს, რომ ორივე შეიარაღებულმა პირმა – ნავიდმა და მისმა მამამ, საჯიდმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ დაჯგუფებას ერთგულება გამოუცხადეს. თავდასხმას, რომელსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის ისტორიაში ბნელ დღეს უწოდებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე. მისი თქმით, ავსტრალიის ხელისუფლება ქვეყანაში „იარაღის შესახებ“ კანონებსა და „ლიცენზიების გაცემის წესს“ გადახედავს.