სროლა პენსილვანიის შტატში

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მომხდარი სროლის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ გაანეიტრალა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. „ამ ტიპის ძალადობა არ არის მისაღები, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უკეთ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ. შაპიროს თქმით, დღეს პენსილვანიის შტატში, ყველა საჯარო შენობასთან დროშები დაეშვება. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა აღნიშნა, რომ აგენტები ადგილზე იმყოფებიან და დახმარებას უწევენ ადგილობრივ პარტნიორებს. მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.