სროლა კარაკასში

კარაკასში, ვენესუელის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ღამით სროლის ხმა ისმოდა, – ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება. ვენესუელის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დრონებს, რომლებიც „ნებართვის გარეშე დაფრინავდნენ“. მათივე ცნობით, კონფრონტაცია არ მომხდარა და მთელი ქვეყანა სრულიად მშვიდია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა „სიენენს“ განუცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციას, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს ამ სროლებთან კავშირი არ აქვს.