სროლა კალიფორნიაში

კალიფორნიაში ორ ლოკაციაზე სროლის შედეგად მოკლულია შვიდი ადამიანი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ქალაქ ჰალფ მუნბეიში მოხდა. ეჭვმიტანილი, 67 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაკავებულია. მისი მოქმედების მოტივი უცნობია. სროლა სოკოს ფერმაზე და სატვირთო-გადამზიდი კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ფერმიდან დაახლოებით ორ მილში მდებარეობს. შეგახსენებთ, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში გასულ კვირას მასობრივ სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.