სქურის მაცხოვრის შობის ტაძარში პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მაცხოვრის შობის ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. მათ მე-10-11 საუკუნის ტაძარი დაათვალიერეს. ტაძარს რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ჩაუტარდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.