სპორტული ტურნირები სკოლებში

სკოლის მოსწავლეებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. განათლების და კულტურისა და სპორტის სამინისტროების ინიციატივით, 2018 წლის იანვრიდან საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სკოლაში, მათ შორის კერძოებში, დაიწყება სპორტული შეჯიბრებები. სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულ მოსწავლეთა გუნდები სხვა სკოლის მოსწავლეებს შეეჯიბრებიან, შემდეგ კი, საქართველოს პირველობისთვის ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას და ევროპელ თანატოლებს შეეჯიბრებიან.