რუსეთის აგრესიამ უკრაინის გარშემო მთელი მსოფლიო გააერთიანა – პოლიტიკოსებისა და ქვეყნების ხელმძღვანელებთან ერთად, ჩვენს მეგობარ ქვეყანას მხარს სპორტული სამყაროს წარმომადგენლებიც უჭერენ. რუსეთის სპორტს კი სერიოზული პრობლემები შეექმნა – მათ თითქმის ყველა სახეობაში შეზღუდვებს უწესებენ. აგრესიის გამო, რუსეთმა ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირის გამართვის უფლება დაკარგა. საკუთარ ხელისუფლებას უპირისპირდებიან ცნობილი სპორტსმენებიც.