სპორტული მანქანების გამოფენა ზუგდიდში

18:25, 02.09.2018

სპორტული მანქანების გამოფენა გაიმართა ზუგდიდში.

ქალაქის ცენტრიდან სიმბოლური მსვლელობა ენგურის ხიდის მიმართულებით გაიმართა. პროფესიონალმა მრბოლელებმა მოქალაქეებს და ზუგდიდის სტუმრებს მანქანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე ჩატარდება შეჯიბრება წყვილთა რბოლაში – „რუხი გრან-პრი 2018“. მასში 12 ლიცენზირებული ავტომრბოლელი იასპარეზებს.

ფესტივალი „გზა ერთობისკენ რუხი“ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა დაათვალიერა.

მსგავსი