სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში, სპორტული კომპლექსი აშენდა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. კომპლექსის პირველ სართულზე 700 კვ. მ ჭიდაობის დარბაზი 200 ერთეული ტრიბუნით მოეწყო. კომპლექსის მეორე სართული დაეთმო ფიტნეს დარბაზს. დარბაზში შესაძლებელია განთავსდეს, როგორც ჭიდაობის ლეიბი, ისე ძიუდოს ტატამი. შენობას აქვს საპარკინგე სივრცეც. სამუშაოების ღირებულებამ 5 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა.