სპორტული ინვენტარის გადაცემა

15:27, 27.09.2026

ამბროლაურში, სოფელ ჭრებალოს საჭიდაო დარბაზს, სპორტის სამინისტროს და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით, სპორტული ინვენტარი გადაეცა. ჭრებალოს საჭიდაო სკოლა მოსწავლეების სიმრავლით გამოირჩევა. ახალგაზრდებს მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე ავარჯიშებს. ვარჯიშს დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

მსგავსი