სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კახეთში 

21:51, 07.10.2026

პრემიერი თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. ქალაქში 300 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი შენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურ საფარიანი მოედანი და განათების სისტემა, აშენდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, სველი წერტილები და დამხმარე ნაგებობები. საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონი ლარია. პრემიერი ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად საცურაო კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციასაც გაეცნო. დაგეგმილია ორი აუზის მშენებლობა და 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობა.

მსგავსი