სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სპორტის აკადემია 2025-ს, 20-წლიანი მართვის უფლებით გადასცა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. პროგრამის პირობების მიხედვით, ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ღია და დახურული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის სოლიდური ინვესტიციები განხორციელდება.