სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი 100 ლარი იქნება

12:35, 26.04.2019

სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა, შესაძლოა, მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვროს. შესაბამისი ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში” შედის. კანონპროექტით, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად – 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ცვლილებების მომზადება საქართველოს საავტომობილო სპორტისთვის შეღავათების დაწესების მიზნითა და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობისთვის კეთდება.

მსგავსი