სპორტულ-საგანმანათლებლო ფორუმი თბილისში

18:46, 20.06.2025

პირველი სპორტულ-საგანმანათლებლო ფორუმი თბილისში.

დედაქალაქს სპორტის სფეროს მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლები სტუმრობენ, მათ შორის მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები. კონფერენციის მონაწილეებს ისინი დილიდან ახალ ტენდენციებზე, სტრატეგიულ გეგმარებაზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე და სპორტულ მარკეტინგზე საკუთარ გამოცდილებას, ხედვას და ცოდნას უზიარებენ. მომხსენებლებს შორის არიან ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი​ გაიზკა მენდიეტა, ყოფილი კალათბურთელი და სპორტული ფსიქოლოგი მარ როვირა როდრიგეზი ​და ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე.

ღონისძიება, რომლის მიზანია საქართველოში სპორტული განათლების განვითარება, ხელშეწყობა და სფეროს წარმომადგენლებისთვის შესაბამისი პროგრამების შეთავაზება, ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული აკადემიის და იოჰან კრუიფის ინსტიტუტის თანამშრომლობით იმართება. ფორუმზე დაანონსდა საქართველოში ახალი სპორტული ინსტიტუტის დაარსებაც, რომლის პარტნიორებიც ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული აკადემია და იოჰან  კრუიფის ინსტიტუტი იქნებიან. მიზანია, რომ ახალგაზრდებს სპორტულთან ერთად, აკადემიური განათლებაც მისცენ. წარმოდგენილი იქნება სპეციალური საპროგრამო კურსებიც.

მსგავსი