სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კვარაცხელია დააჯილდოვა

21:40, 25.03.2026

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს პრიზი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ გადასცა. სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი გახდა. პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ – 2023 და 2025 წლებში დასახელდა.

მსგავსი