სპორტის მინისტრის შეხვედრა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ბრანისლავ ანტალასა და ორგანიზაციის ევროპის რეგიონის პრეზიდენტს, დარიო ნოვაკს შეხვდა. საუბარი შეეხო 2028 წელს საქართველოში გასამართ საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის მოსამზადებელ ეტაპს, რომელსაც დაახლოებით 300 უცხოელი დელეგატი დაესწრება. უცხოელი სტუმრების ვიზიტისას, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ოფიციალურად გაიხსნება, ამიერკავკასიაში ორგანიზაციის პირველი რეგიონული ოფისი.