საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ევროპის პარათამაშებზე მიღწეული წარმატება მიულოცა სპორტის მინისტრმა.
სტამბოლში გამართულ შეჯიბრებაზე ჩვენმა ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ შედეგით საქართველო 33 მონაწილე ქვეყანას შორის მე-12 ადგილზე გავიდა. საქართველოს ახალგაზრდულმა პარალიმპიურმა ნაკრებმა ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზა.