საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონს, თორნიკე გიგაურს შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. თორნიკე გიგაურმა, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით მოასპარეზე ძიუდოისტს, აბდულახ პარჩიევს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.