სპორტის კომიტეტის სხდომა

„კარგი მმართველობის სტანდარტები საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში“,- ანგარიშის წარდგენა ამ წუთებში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში მიმდინარეობს.

კვლევის ფარგლებში შეფასდა საქართველოს ხუთი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული მმართველობისა და კრიტერიუმების გამოყენება.

ზემოხსენებული კვლევა ჩატარებულია „დანიის სპორტის სწავლებათა ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოები მონაწილეობდნენ.

ფინანსური მხარდამჭერი ევროპის საბჭოა.